saqarTvelos mdinareebi - adange
ტერიტორიული ერთეულები | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ჩხალთის ქედი 43°16`54` ჩ. გ. 41°14`16` ა. გ. |
შესართავი | ჩხალთა 43°17`41` ჩ. გ. 41°22`11` ა. გ. |
სიგრძე | 12 კმ |
აუზის ფართობი | 47 კმ² |
მდინარე აფხაზეთში. იწყება ადანგეს უღელტეხილის სამხრეთით პატარა კარული ტბიდან. მიედინება ტროგულ ხეობაში. მდინარე სამხრეთ მარუხის შესართავიდან ადანგეს ჩხალთას ეძახიან. სიგრძე 12 კმ, აუზის ფართობი 47 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, წყალმცირობა - ზამთარში.